logo
ENG



"ვისაც კი ხედავდა ცოცხალს, ყველას ესროდა"- ადგილობრივი საგარეჯოში მომხდარზე

20 იან 202310:47
3 წუთის საკითხავი
 

საგარეჯოში ერთ-ერთი ადგილობრივი ფორმულასთან საუბრისას მომხდარს იხსენებს.

როგორც ის ჰყვება, რომ თავდამსხმელი ყველას ესროდა, სროლა საათსა და 40 წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა.  

"პირველის წუთებზე, რომ დაიწყო ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა, ალბათ, სავარაუდოდ, საათი და 40 წუთზე მეტი... მეზობლის ბიჭი გამორბოდა, რომელიც ფეხში იყო დაჭრილი, აქეთ კორპუსში ცხოვრობს, დაჭრილი იყო, კარები გამიღეთო... ყველას ესროდა აბსოლუტურად. ადამიანებს ვისაც კი ხედავდა ცოცხალს ყველას ესროდა."- ამბობს თვითმხილველი. 

* * *

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი. 

ექიმის განცხადებით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ერთ-ერთი დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, 4 კი საგარეჯოში, ჯეო ჰოსპიტალსში აგრძელებს მკურნალობას.

თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.

ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.

თავდასხმის დეტალები - სრულად 


close დახურვა